2022 წელს, წყლის მსოფლიო დღის თემა მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობას ეხება სლოგანით „გახადე უხილავი ხილული”. მართალია, მიწისქვეშა წყლები უხილავია, თუმცა, მათი გავლენა თვალსაჩინოა, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის.
წყლის რაოდენობის მხრივ, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომელიც ყველაზე საიმედოდ დაცული სასმელი წყლის წყაროა.
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით, საქართველოში, 2013 წლიდან, მონიტორინგი თანამედროვე მეთოდოლოგიით ხორციელდება.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.