უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 115 ბავშვი, დაიჭრა 140-ზე მეტი. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა Facebook-ზე ავრცელებს.
"უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაიჭრა. ყველაზე მეტი დაშავებულია კიევის (58), ხარკოვის (36), დონეცკის (29), ჩერნიჰოვის (30), ნიკოლეავის (22), ჟიტომირის (15), სუმის (14) და ხერსონის (14) ოლქებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, ინტენსიური დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 489 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 69 სრულად დანგრეულია.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ინტენსიური ცეცხლის გამო ცხელი წერტილებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დათვალიერება ვერ ხერხდება.