უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე იმ პარტიების საქმიანობას კრძალავს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ კავშირი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც მიმართულია დაყოფის ან კოლაბორაციისკენ, წარუმატებელი იქნება და მიიღებს მკაცრ პასუხს. ამიტომ ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ გაივალისწინა რა რუსეთის მერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი და პოლიტიკური კავშირები, რომლებიც აქვთ რიგ პოლიტიკურ სტრუქტურებს ამ სახელმწიფოსთან, მიიღო გადაწყვეტილება, შეჩერდეს მთელლი რიგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა საომარი მდგომარეობის პერიოდში", - განაცხადა ზელენსკიმ.
გამთენიისას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოთვალა რამდენიმე პარტიის სახელი, რომელთაც საქმიანობა აეკრძალათ, მათ შორის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის, ერთ-ერთი უდიდესი პრორუსული პარტია უკრაინის პარლამენტში წარმომადგენლებით.
გარდა ამისა, საქმიანობა აეკრძალათ პარტიებს: "ოპოზიციური ბლოკი", "ჩვენი", "მემარცხენე ოპოზიცია", "მემარცხენე ძალების კავშირი", "სახელმწიფო", "უკრაინის პროგრესული სოციალისტების პარტია", "სოციალისტური პარტია უკრაინა", "სოციალისტები".