ქართველ ხალხს და მათ შორის საქართველოს ოპოზიციას არ სურს ომი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ითხოვს საერთაშორისო სამართლის განუხრელ დაცვას.
"მოვუწოდებთ 1999 წლის სტამბოლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ.
ჩვენ ველით, რომ იგივე მოთხოვნას არაორაზროვნად დააყენებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც. ამის შემდეგ, დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას დავიწყებთ", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.