უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 14 200 სამხედრო დაკარგა.
"24 თებერვლიდან 18 მარტამდე მონაცემებით, მოწინააღმდეგის დანაკარგი დაახლოებით 14 200 სამხედროს შეადგენს.
გარდა ამისა, მტერმა დაკარგა:
ტანკი - 450 ერთეული;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 448 ერთეული;
საარტილერიო სისტემა - 205;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 72;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 43;
თვითმფრინავი - 93;
ვერტმფრენი - 112;
საავტომობილო ტექნიკა - 879;
გემი/კატერი - 3;
საწვავმზიდი - 60;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 12;
სპეცტექნიკა - 11", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, მონაცემები ზუსტდება, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად სტატისტიკის წარმოება გართულებულია.
18 მარტის მონაცემებით, ოკუპანტებმა მოკლეს 109 ბავშვი, დაჭრილია - 130.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ამოწურა თავისი არმიის ადამიანური რესურსები და გადასულია უკიდურეს ღონისძიებებზე.