სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა დღეს "სპორტის სფეროში გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმების (EPAS) სტატუტი" განიხილა.
როგორც სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილემ, გიორგი ავალიანმა განაცხადა, სტატუსთან მიერთება ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას და სპორტული ღონისძიებების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფას.
ხელშეკრულების რატიფიცირება ითვალისწინებს ურთიერთობების გაფართოებას ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: "სპორტულ ღონისძიებებზე და კერძოდ საფეხბურთო მატჩებზე (T-RV) მაყურებელთა ძალადობრივ და უწესო ქმედებათა შესახებ" ევროპის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ანტი-დოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფი (თ-DO) და მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ევროპის საკოორდინაციო ფორუმის საგანგებო კომიტეტი (CAHAMA).
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.