რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ალექსეი დვინიანინი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის "ელჩის" თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იუწყება რუსული სააგენტო "ტასი".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი დვინიანინმა სამუშაო გასული წლის დეკემბერში დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. სალეჩოს დვინიანინი 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.
"ტასის" ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულად მრჩეველ-დესპანი, მაქსიმ ლიტვინოვი დაინიშნა.