უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთის არმიამ 7 000 სამხედრო დაკარგა. იტყობინება New York Times-ი ამერიკის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, დაჭრილია 14-დან 21 ათასამდე სამხედრო.
New York Times-ის ცნობით, თუ ეს რაოდენობა რეალურია, მაშინ ის აღემატება ერაყსა და ავღანეთში 20 წლის განმავლობაში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაჭრილი და დაღუპული სამხედროების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. უკრაინაში ომის განმავლობაში, რუსეთმა მხოლოდ ერთხელ დაასახელა დაღუპული სამხედროების რაოდენობა, რაც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 498-ს შეადგენს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 13 500-ს აღემატება.