რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში 103 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი დღეში სულ მცირე ხუთ უკრაინელ ბავშვს კლავს.
"დღეს დილით ოფიციალური მონაცემი გადასცდა კრიტიკულ საშინელ 100-ნიშნულიან მაჩვენებელს, ეს მონაცემები საბოლოო არ არის - ცხელ წერტილებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორებზე პროკურორებსა და სამართლადამცველებს არ აქვთ შესაძლებლობა დაბომბვის ადგილები დაათვალიერონ", - წერს ვენედიქტოვა Facebook-ზე.
მისივე ინფორმაციით, აგრესორმა დაბომბა 400-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 59 მიწასთან არის გასწორებული.