უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს რუსული პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონის თანახმად, იკრძალება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამართლება ან უარყოფა, მათ შორის ომის წარმოჩენა „შიდაუკრაინულ კონფლიქტად“, ასევე იკრძალება ამ აგრესიასთან კავშირში მყოფი პირების გამართლება.
ამის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიკვიდირებული იქნება პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულები არიან ომის ტირაჟირებით ან სამხედრო დანაშაულების გამართლებით.
ზელენსკიმ კანონს ხელი 14 მარტს მოაწერა.