დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები იბრძვიან უკრაინის მასშტაბით წინსვლის ტემპის შესანარჩუნებლად.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ანგარიშების თანახმად, რუსულ ძალებს წინ ეღობებათ უკრაინის რელიეფით წარმოქმნილი გამოწვევები.
ბრიტანეთის ოფიციალური პირები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინული ძალების მიერ ხიდების განადგურებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის წინსვლის შეჩერებაში.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკამ ოსტატურად ისარგებლა რუსეთის ძალების მანევრირების უუნარობით, ჩაშალა რუსეთის წინსვლა და დიდი დანაკარგი მიაყენა დამპყრობელ ძალებს", - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშებში.
ამასთან, ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ჰაერში კონტროლის მოპოვების მუდმივმა წარუმატებლობამ მკვეთრად შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა, ეფექტურად გამოიყენონ საჰაერო მანევრები, რაც დარტყმას აყენებს მათ გეგმებს.
ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე ავიაიერიშებს. დღეს დილით, კიევში, შევჩენკოს რაიონში, 12-სართულიან საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა თვალყურს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს და ყოველდღიურ განახლებულ ანგარიშებს აქვეყნებს.
15 მარტს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია.