საფრანგეთში რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი აღარ აყენებს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის საკითხს.
"რუსეთს უკრაინაში რეჟიმის შეცვლის საკითხს არ აყენებს. ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი. ეს საკითხი არ დასმულა ორი დელეგაციის მოლაპარაკებებზეც კი", - განაცხადა მეშკოვმა, რომელსაც ციტირებს რუსეთის სახელმწოფო საინფორმაციო ბიურო. იუწყება BBC.
ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ღიად მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს ხელისუფლების დამხობისკენ. "ხელში აიღეთ ძალაუფლება! თქვენთან უფრო მარტივად შევძლებთ მოლაპარაკებას, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდასთან, რომელიც ზის კიევში და მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი უკრაინელი ხალხი,"- თქვა მაშინ აგრესორმა პუტინმა.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, რომელიც გუშინ დაიწყო, დღეს განახლდა. შეხვედრა ვიდეოფორმატში მიმდინარეობს. შეძლებენ თუ არა მხარეები ზელენსკისა და პუტინის შეხვედრაზე შეთანხმებას, მოგვიანებით გაირკვევა.