რუსეთს ბრძოლის ველზე ისეთი დიდი დანაკარგი აქვს, რომ აღარ იცის სად ეძებოს რეზერვები და დახმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"შეიარაღებული ძალები მტკიცედ დგანან. ჩვენ ისეთ დანაკარგს ვაყენებთ მტერს, რომ მან უკვე აღარ იცის, სად ეძებოს რეზერვები. სად ეძებოს დახმარება.
მაგრამ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს.
რუსეთის სახელმწიფო ომისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა. მათ დააგროვეს მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსი ბოროტებისთვის, მეზობლების დასაპყრობად. უკრაინის, ევროპის გასანადგურებლად.
ამიტომ მედგრად უნდა ვიდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიმარჯვოთ, რომ მივაღწიოთ უკრაინისთვის დამსახურებულ მშვიდობას, სამართლიან მშვიდობას. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით", – განაცხადა ზელენსკიმ.