უკრაინის არმიამ ომის დაწყებიდან 18 დღის განმავლობაში თითქმის 13 ათასი რუსი დამპყრობელი მოკლა და ეს ჩეჩნეთის ორივე ომში რუსეთის დანაკარგზე ბევრად მეტია. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც Telegram-ზე გავრცელდა. იტყობინება უკრინფორმი.
"სრულმასშტაბიანი აგრესიის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეთვრამეტე დღე. თითქმის 13 ათასი მოკლული ოკუპანტი 18 დღეში. ეს იმაზე ბევრია, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში იყო. რუსეთმა დაკარგა ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ დაკარგეს 74 თვითმფრინავი, 86 ვერტმფრენი. ჩვენ გვესმის, რომ მათ კიდევ აქვთ, მაგრამ ჩვენ თავს ისევ დავიცავთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა გმირულად იბძვის და არ დანებდება.