უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ანტალიაში მოლაპარაკებას გამართავენ. დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ანტალიაში უკვე ჩავიდნენ.
მოლაპარაკება დიპლომატიური ფორუმის ფარგლებშია დაგეგმილი. შეხვედრის ინიციატორი თურქეთია. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა პირველი შეხვედრა იქნება.