უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდმირ ზელენსკიზე უკვე ათზე მეტი თავდასხმა სცადეს. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხემძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
"ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. ვფიქრობ, ზელენსკის წინააღმდეგ უკვე ათე მეტი თავდასხმა სცადეს. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ოპერატიულ ინფორმაციებს, რომ არსებობენ დივერსიული ჯგუფები, რომლებიც სამთავრობო კვარტალში შემოსვლას ცდილობენ და ა.შ. ჩვენ ძალიან ძლიერი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ქსელი გვაქვს. ისინი ყველაფერს აკონტროლებენ და ამ დივერსიულ ჯგუფებს ანადაგურებენ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, ბრიტანული გამოცემა The Times-ი 4 მარტს იტყობინებოდა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის სულ მცირე 3 მცდელობას გადაურჩა.