"თქვენ არ უსმენთ ჩემს განცხადებებს, არ ესწრებით მთავრობის სხდომებს?" - მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ კონტრშეკითხვით უპასუხა.
კახა კალაძის განმარტებით, იგი ყოველდღიურად აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაზეც მედიას აქვს სრული წვდომა.
"მე არაერთი განცხადება გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ პრინციპებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.