დღეს დასავლური სანქციების და პოლიტიკის ნაწილი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბოკიოტით არის დაკავებული. განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.
"არავითარ შემთხვევაში საქართველო არ უნდა იქცეს ხვრელად და არ უნდა გაუწიოს დახმარება არც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს, არც მის კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს, არც კერძო მოქალაქეებს სანქციებისგან თავის არიდებაში, დღესდღეობით როგორც ვხედავთ სახეზე არის ის, რომ საქართველოს გამოყენებით როგორც რუსეთის სახელმწიფო ასევე ცალკეული მოქალაქეები ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას, მეორე გასაგებია, რომ საქართველო დიდ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას სანქციებთან მიერთებით მაგრამ მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ყოფილიყო მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლა ჩვენივე პრობლემების აქტუალიზაციისთვის.
დღეს დასავლრული სანქციების და პოლიტიკის ნაწილი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ შორის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბოკიოტით არის დაკავებული, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გინდ მაღალი და გინდ დაბალი თანამდებობის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმით არიან დაკავებულები, ახლა არ აქტიურობა ტოლფასია საქართველოს დეოკუპაციიაზე და ტერიოტორიულ მთლიანობაზე უარის თქმისა", - განაცხადა კანდელაკმა.