იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, აგრესორთან გასამკლავებლად, სამხედრო აღჭურვილობა, კერძოდ, ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გაუგზავნა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონია მკაცრად ერიდება სამხედრო კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მკაცრი სახელმძღვანელო მითითებები, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოქმედებს, 8 მარტს განახლდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიის თავდაცვის ძალებმა საზღვარგარეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გაგზავნეს.
სამხედრო მარაგები იაპონიის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავით გაიგზავნა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იაპონია ასევე გეგმავს სხვა არალეტალური გადაუდებელი მარაგების მიწოდებას, როგორიცაა საკვები, ჰიგიენური საშუალებები, კამერები, ელექტრო გენერატორები, კარვები და ზამთრის ტანსაცმელი.
სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციზე, იაპონიის მთავრობის კაბინეტის გენერალურმა მდივანა ჰიროკაძუ მაცუნომ განაცხადა, რომ იაპონიისა და მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია" სხვა ქვეყნებთან ერთად მტკიცედ უპასუხონ რუსეთის აგრესიას და უკრაინას მხარი დაუჭირონ.
"იაპონია არ გეგმავს ლეტალური იარაღის გაგზავნას უკრაინაში", - დასძინა მაცუნომ.