"პუტინს აქვს შესაძლებლობა, შეწყვიტოს ეს ომი, რომელიც მან თავად წამოიწყო", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, შეაჩეროს ომი უკრაინაში.
"პუტინს აქვს შესაძლებლობა, შეწყვიტოს ეს ომი, რომელიც მან თავად წამოიწყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰგონია, რომ ომი მას არ დაუწყია, მან უნდა იცოდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ - მას შეუძლია ომის შეჩერება. მივმართე არაერთ დასავლელ ლიდერს და ვუთხარი, რომ ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ ის უნდა შეჩერდეს ახლა", - განაცხადა ზელენსკიმ.