კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანია Estée Lauder-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა, დახურა ყველა მაღაზია და შეწყვიტა თავისი პროდუქციის მიწოდება რუსეთის რიტეილერებისათვის.
ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთში შევაჩერეთ კომპანის ბიზნეს-ინვესტიციები და ინიციატივები, ასევე გადავწყვიტეთ რუსეთში კომერციული საქმიანობის შეჩერება, მათ შორის მაღაზიების დახურვა", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია დახმარებას გაუწევს თავის თანამშრომლებს უკრაინაში და მთელ უკრაინელ ხალხს.
"Estée Lauder-ი შეძრულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველას, ვინც დაზარალდა, მათ შორის ჩვენს თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და უკრაინელ ხალხს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Estée Lauder-ის საქველმოქმედო ფონდმა უკვე გამოყო 1 მლნ დოლარი უკრაინის დასახმარებლად.