American Express-მა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას შეწყვიტა. იუწყება Sky News.
კომპანიამ განაცხადა, რომ [რუსეთის ფარგლებს გარეთ] მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული American Express-ის ბარათები რუსეთში აღარ იმუშავებს. ასევე არ იმუშავებს რუსეთში რუსული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, American Express-ის გლობალურ ქსელში.
კომპანიამ განაცხადა, რომ ასევე ყველა ბიზნესოპერაციას წყვეტს ბელარუსში. "ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ღირებულებაა, გავაკეთოთ ის, რაც სწორია," - ნათქვამია განცხადებაში.
"ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით ამ კრიზისის განმავლობაში და იგივეს გავაგრძელებთ, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს, კლიენტებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ კრიზისის მშვდობიანად დასრულების იმედით", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთში საქმიანობა ასევე შეწყვიტეს VISA-მ და Mastercard-მა.