უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაჩაღების გამო, Visa და Mastercard რუსეთში ტრანზაქციებს აჩერებენ.
Mastercard-ის განცხადებით, რუსული ბანკების მიერ გაცემული ბარათები აღარ იქნება მხარდაჭერილი Mastercard-ის ქსელის მიერ. ამასთან ნებისმიერი Mastercard, რომელიც გაცემულია უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ რუსეთის ფარგლებს გარეთ, არ იმუშავებს რუსეთის სავაჭრო ობიექტებსა ან ბანკომატებში.
Visa-ს განცხადებით, რუსეთში გაცემული Visa ბარათები აღარ იმოქმედებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი Visa ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთში.
"ჩვენ იძულებულნი ვართ ვიმოქმედოთ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრისა და იმ მიუღებელი მოვლენების შემდეგ, რისი მოწმენიც გავხდით", - თქვა ალ კელიმ, Visa Inc-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა.
"ეს ომი და მშვიდობისა და სტაბილურობისადმი არსებული გამუდმებული საფრთხე მოითხოვს ჩვენს რეაგირებას ჩვენივე ღირებულებების გათვალისწინებით".