დღეს, 24 ნოემბერს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისის ჩასაბერ საკრავთა II საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიხსნება.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის მხარდაჭერით, 26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება თბილისის ჩასაბერ საკრავთა II საერთაშორისო ფესტივალი.