გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი რუსეთისთვის ორგანიზაციის წევრობის შეჩერების მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილი „ტვიტერში“ წერს.
"რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იწვევს ადამიანთა ტანჯვას და ემუქრება მთელ მსოფლიოს. მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიზნებს. როგორც გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა, მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, განიხილონ რუსეთის ფედერაციის წევრობის შეჩერების საკითხი, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად”,- ნათქვამია ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებაში.