რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმიამ ყველა მიმართულებით შეტევის ბრძანება მიიღო. იუწყება BBC-ის რუსული ბიურო კრემლის კონტროლს დაქვემდებარებულ სააგენტო "რია"-ზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, შეტევის გაგრძელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა კიევმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ შეტევას მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ტექნიკაზე განახორციელებს.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაზე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მოლაპარაკებებზე უარის თქმას და აცხადებს, რომ ეს რუსული ტაქტიკაა.
ადმინიდტრაციის ცნობით, მოლაპარაკება უნდა იყოს დაფუძნებული საღ აზრსა და უკრაინელი ხალხის ინტერესებზე.