რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებაზე. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული სააგენტო “რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„ამ დროისთვის უკრაინული მხრიდან არანაირი დადასტურება არ არის, ჩვენ ველოდებით პასუხს კიევიდან“, - ამბობს პესკოვი.
პესკოვმა თქვა, რომ გუშინ დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე, პუტინმა ბრძანება გასცა შეტევის შეჩერების შესახებ, ახლა ჯარების წინსვლა გაგრძელდა.