რუსეთის პრეზიდენტმა ლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ძირითიდად მონაწილეობენ უკრაინის არა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა ძალაუფლება ხელში აიღონ.
"რუსეთის არმიასთან საომარი შეტაკებები, როგორც მოსალოდნელი იყო მიმდინარეობს უკრაიანის არა შეიარაღებული ძალების ნაწლებთან, არამედ ნაციონალისტურ ფორმირებებთან, რომლებსაც როგორც ცნობილია, ეკისრებათ პასუხისმგებლობა დონბასში გენოციდზე და სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრაზე", - განაცხადა ოკუპანტმა პუტინმა.
პუტინის თქმით, ნეონაცისტები ათავსებენ მძიმე შეიარაღებას საცხოვრებელ კვარტლებში და მოქმედებენ, როგორც ტერორისტები.
"კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, არ მისცეთ უფლება ნეონაცისტებსა და ბენდერელებს გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად, ხელში აიღეთ ძალაუფლება! თქვენთან უფრო მარტივად შევძლებთ მოლაპარაკებას, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდასთან, რომელიც დაჯდა კიევში და მძევლად აიყვანა მთელი უკრაინელი ხალხი", - თქვა აგრესორმა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინაში მოქმედებენ უცხოელი კონსულტანტები, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტები.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ "უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული ნაციონალისტების ჯგუფები აფეთქებენ ხიდებს, რათა ხელი შეუშალონ უკრაინის არმიის უკან დახევას, თუ მეთაურები უკან დახევის გადაწყვეტილებას მიიღებენ".