საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დიდი სლემის ტურნირზე სამონაწილეოდ შემადგენლობა დაასახელა.
ქართველი ძიუდოისტები სეზონის ბოლო ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოვლენ:
ბეთქილ შუკვანი (60კგ), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 81), ვარლამ ლიპარტელიანი (90), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).
ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში 29 ნოემბერს გამეგზავრებიან. ტურნირი 10 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.