დაპირისპირება ბათუმში. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვს.
ჰილტონში ნაციონალური მოძრაობის წევრების იმყოფებიან. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის მხარდამჭერებმა საკონფერენციო ოთახში შესვლა სცადეს, სადაც ქართული ოცნება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაზე მართავს შეხვედრას. სასტუმროში მობილიზებულია პოლიცია. რამდენიმე პირი კი სამართალდამცავებმა შენობიდან გაიყვანეს და დააკავეს.
"პასუხი მინდა გამცენ, რატომ მოკლეს ნუგზარი და რატომ არ იძიებენ. ჯანმრთელი ძმა მიწაში რატომ ჩამიდეს, რატომ? მკვლელებო, ჯალათებო", - ამბობს ნაზი ფუტკარაძე.
ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.