საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოკლე განცხადებით ეხმიანება.
"დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.