მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგოს კონცერტის გამო მიმდინარე კვირას პარლამენტში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა ჩატარდება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბათუმში პლასიდო დომინგოს კონცერტზე პარლამენტარების უმრავლესობა გეგმავს ჩასვლას. ეს კონცერტი მართლაც დიდი კულტურული ღონისძიება, ამიტომ პარასკევის სესიაზე კვორუმი მაინც არ იქნება და ამიტომ ამ კვირაში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება", - აღნიშნა ბაქრაძემ და დასძიანა, რომ მიმდინარე კვირაში არ არის ისეთი კანონპროექტები, რომელთა საჩქარო მიღება აუცილებალია.
ბაქრაძის გადაწყვეტილებით, რადგან 23 ნომებრს დასვენების დღეა, პლენარული სხდომა 24 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 25 ნომებერს ბათუმში, პიაცას მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო იმღერებს.