საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან დავითაშვილი კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ლევან დავითაშვილი 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ლევან დავითაშვილს უკავია ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რაც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.