გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 14 თებერვალს ეწვევა. ამის შესახებ Deutsche Welle-ს უკრაინული ბიურო გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
გარდა ამისა, გერმანული გამოცემა Sueddeutsche Zeiatung-ი იუწყება, რომ ოლაფ შოლცი 14 თებერვალს უკრაინას ეწვევა, ხოლო მეორე დღეს, 15 თებერვალს, მოსკოვში გაემგზავრება.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მოსკოვს ეწვევა, რათა შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, უკრაინის საზღვარზე არსებული "ძალიან სერიოზული" ვითარების განსახილველად.
მანამდე, 7-8 თებერვალს გერმანიის კანცლერი ვაშინგტონს ეწვევა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.