სააკაშვილი ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, რომელიც გამოეხმაურა ადვოკატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მისი განმარტებით, მგონი საზოგადოებაც დაიღალა ამ სააკაშვილით, რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა?
"დაზარალებული არის 300 000- ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში და სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. რა დაზარალებული მიშა?- ალბათ, ხუმრობს, საახალწლო ხუმრობაა. ის ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო. სხვათაშორის, ბატონი პოროშენკო, რომელიც ჩავიდა გუშინ უკრაინაში, არ შეპარულა, ჩავიდა და თქვა, რომ თუ დამნაშავე ვარ, აგერ ვარ და სასამართლომ გადაწყვიტოსო, არც არაჟნებით შეპარულა, არც მოქალაქეობა დაუხევია პოროშენკოს და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ იქცევიან სახელმწიფო მოხელეები, დამნაშავეა თუ არა, ამას უკვე გადაწყვეტს უკრაინის სასამართლო. შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენ გვყავს მხდალი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც დახია ქართული პასპორტი და დაზარალებულად უნდა სცნონო, სად გაგონილა?" - განაცხადა ზარქუამ.