ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის პოზიცია უცვლელია, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა წარიმართოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლები ადაპტირებული არიან იმ პროტოკოლზე, რომელიც საჭიროა ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში.
"სკოლების უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი დისტანციური სწავლების ამოქმედებისთვისაც. ბავშვებს და მშობლებს სთავაზობენ, რომ მათ აირჩიონ, რომელი ურჩევნიათ და ამ კუთხით ეს ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესი - სკოლებში 70%-ს აღემატება ვაქცინირებული პერსონალის რაოდენობა და ამ მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.