საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 304 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 990 183 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 925 137 გამოჯანმრთელდა, 14 425 კი გარდაიცვალა.