ენმ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, პარტიამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა გუნდმა ინსპექტორის სამსახურისა და მის მიერ გამოქვეყნებული დასკვნების გაუქმება გადაწყვიტა.
"ჩვენ გვაქვს სურვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის. აქ იგულისხმება რამდენიმე საგამოძიებო კომისია. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით შევცვალეთ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს და მთლიანად დასკვნასაც კი აუქმებენ. საჭირო გახდა გამოგვეყენებინა ნებისმიერი სხვა ოდნავ მიახლოებული ბერკეტიც კი, როგორადაც მიგვაჩნია საგამოძიებო კომისია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ახლოს ვართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებასთან", - აღნიშნა ნიკა მელიამ.