ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს, მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯა, იქვე აღნიშნა, რომ ეს სასჯელი ძალაში შესული არ არის.
"პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან დანაშაული ხანდაზმული არისო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.