65 წლის ასაკში ევროპის პარლამენტი პრეზიდენტი დევიდ სასოლი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში სასოლის პრესმდივანმა გაავრცელა.
მისი ცნობით, დევიდ სასოლი სამშობლოში, იტალიის ქალაქ ავიანოს კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის 26 დეკემბრიდან იმყოფებოდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო, გასული წლის ბოლოდან კლინიკაში იმყოფებოდა.
დევიდ სასოლი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად 2019 წლის ივლისში აირჩიეს.