ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. იუწყება BBC.
2022 წლის პირველ სავაჭრო დღეს, საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ღირებულებამ 182.88 დოლარს მიაღწია, რაც სავაჭრო დღის ბოლოს 2.5%-ით, 182.01 დოლარამდე შემცირდა.
კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 5800%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისმა თანადამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წეკს პირველი iPhone წარადგინა.
წარსულში, 2018 წლის აგვისტოში Apple-ი პირველი კომპანია გახდა, რომელის საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
Apple სტივ ჯობსმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა 1976 წელს კალიფორნიაში დააფუძნეს. კომპანიის დებიუტი საფონდო ბირჯაზე 1980 წელს შედგა, საბაზრო ღირებულებით $1.8 მილიარდი.