ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ხელისუფლება დაფრთხება და მას გაათავისუფლებს. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს საერთოდ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩემთვის დიდად საინტერესო არაა, რას იზამს მომავალში „ნაცმოძრაობა“, თუმცა ნიკა მელია რომ გულზე არ ეხატებათ, ეს ძალიან კარგად ვიცით. პარტიაში არის ძალიან დიდი დაპირისპირება, თუმცა პირადად მე მაინტერესებს ქალაქთან დაკავშირებული თემები და სამომავლო გეგმები და არა ის, თუ რა ხდება ამ პარტიაში. რაღაცას რომ აკეთებ, შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს? რა შედეგს ელოდებიან? ბევრი რაღაც დაიწერა, გვარამიას ტელევიზიაში ხელფასების არგაცემა, თემურ ალასანიას ჩამოსვლა. შიმშილობის გამოცხადება ხომ აბსოლუტურად გაუგებარია. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ხელისუფლება დაფრთხება და მას გაათავისუფლებს. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს საერთოდ“, - განაცხადა კალაძემ.