ბათუმში წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე განთავსდა. 25 დეკემბერს იგი ოფიციალურად სწორედ ევროპის მოედანზე აინთება.
25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ბათუმი 31 დეკემბერს საღამოს საახალწლო გალაკონცერტს უმასპინძლებს, სადაც ახალი წლის დადგომას ტრადიციული ფოიერვერკით აღნიშნავენ.
ბათუმის ბულვარი საახალწლო ილუმინაციებით უკვე განათდა.