დღეს, 19 ნოემბერს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება. მომღერლის დაბადების დღეს მისი მეგობრები, კოლეგები და მეუღლე თეატრალურში ერთად აღნიშნავენ.
უნივერსიტეტის თვითმართველობის ორგანიზებით მოეწყობა მომღერლის ფოტო გამოფენა, მის სიმღერებს ცოცხლად შეასრულებენ სტუდენტები: მეგი გოგიტიძე, ეთუნა გავაშელიშვილი, მერაბ ნუცუბიძე, ზურა მოსიავა, ნინი წიკლაური და სხვანი, მომავალი მსახიობები წაიკითხავენ ირაკლის ლექსებს, მეგობრები გაიხსენებენ მის ბავშვობას, კოლეგები მის შემოქმედებას, ხოლო ქეთათო, მის მეუღლეზე ისაუბრებს. საღამოს დაასრულებს ნიკუშა შენგელაიას მიერ გადაღებული ვიდეო ირაკლი ჩარკვიანზე.
ღონისძიებას „თელიანი ველის" უგემრიელესი ღვინო და ირაკლი ჩარკვიანის განუმეორებელი მუსიკა დაამშვენებს.