„არასდროს არ გვითქვამს უარი ისეთ საკითხზე, რასაც ჰქვია თანამშრომლობა, შერიგება სხვა არის და არ შეესაბამება იმ მოთხოვნას და ულტიმატუმს, რაც ყოველდღიურად გვესმის, რომ შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, დანაშაულის პატიებაზე, ისე რომ თვითონ არ აღიაროს, რიგგარეშე არჩევნებზე, გადადგომაზე და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე", აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი განმარტებით, ამ საკითხზე უტრირებას აკეთებს, მაგრამ პათოსი ეგ არის - დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. ამას არ გავაკეთებთ, თუ შევრიგდებით.
"ეს არის ულტიმატუმი. რაც შეეხება თანამშრომლობის ასპექტებს ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან, ვალდებულებიც ვართ იმ მანდატიდან გამომდინარე, რაც ამომრჩეველმა მოგვცა,"- განაცხადა ვოლსკიმ.