ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ახლი წლის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდმიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები“, – თქვა გამყრელიძემ.