გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე მივიდა. კიკაბიძემ მედიასთან არ დააკონკრეტა, რასთან დაკავშირებით ისაუბრებს მესამე პრეზიდენტთან.
როგორც მან განაცხადა, მას შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც უთხრა, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ სწორედ უკრაინის მოქალაქეა.
„რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისი მოქალაქეა, ჩვენი არ არის, ეგ იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი, ეგ ვიცი“, - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.