საქართველოს ეროვნული ბანკი "საქართველოს მეფეების“ სერიის დავით აღმაშენებლის ოქროს საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს. დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 13 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ ბმულზე.