"გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ", აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. კალაძე ამბობს, რომ ტიკარაძე გუნდიდან არ მიდის.
"მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.