სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც გორის ჰოსპიტალთან შეკრებილ ჟურნალისტებს გიული ალასანიამ წაუკითხა.
"ძვირფასო ჟურნალისტებო გორის ჰოსპიტალთან. დიდი მადლობა თავდადებისთვის და ამ სიცივეში დგომისთვის. გორი უფრო ცივია, ვიდრე თბილისი.
გატყობინებთ, რომ ხვალ, სისუსტის გამო, დიდი ალბათობით, ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია, პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი", - წერს ექსპრეზიდენტი.
9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სხდომა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.